კომპანიის შესახებ

კომპანია „ემ-ერ ჩემიკალი“დაარსდა 1999 წელს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების პოლიმერის ნაწარმის მიწოდება შიდა და გარე (უცხოურ) ბაზარზე. კომპანია დაკავებულია მარკეტინგითა და დისტრიბუციით აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში, საქართველოში, ირანსა და სხვა ქვეყნებში; ხოლო პროდუქციას წარმოადგენს თანამედროვე პოლიმერის ნაწარმი, როგორიცაა, ნავთობპროდუქტების ნედლეულობა, მასტერბატჩი და ნაერთები.

ასევე, კომპანია აქტიურად ეწევა სხვადასხვა ქიმიური პროდუქტისა და პოლიმერების ექსპორტს ირანიდან, რომელიც სახელგანთქმულია ნავთობის ძირითად მომწოდებლად.

ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურად სინთეზირებულ პოლიმერებს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი სპეციფიკაციების მიხედვით.

ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები საუკეთესო ხარისხით და მომსახურებით. ასევე ვამაყობთ ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნები, იქნება ეს ტექნიკური კონსულტაცია, პროდუქტის დატესტვა, თუ მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი ცოდნის გაზიარება ყოველთვის მისასალმებელია მომხმარებლისთვის, ემსახურება ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას და გრძელვადიანი თანამშრომლობის წამოწყებას.